WSJ: ტრამპმა მასკს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვების მოხსნა სთხოვა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით , აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. შეზღუდვები უკრაინის სამხედრო დანაყოფების ნაწილს ოპერაციების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

Forbes Georgia · 2026-10-23

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით , აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. შეზღუდვები უკრაინის სამხედრო დანაყოფების ნაწილს ოპერაციების განხორციელებაში ხელს უშლიდა. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, ტრამპმა მასკს თხოვნით სატელეფონო საუბრისას მიმართა. გამოცემა წერს, რომ ხუთშაბათისთვის უკრაინაში სამხედრო დანიშნულების Starlink-ის სისტემები ჩვეულ რეჟიმთან უფრო ახლოს მუშაობდა, თუმცა მათი ფუნქციონირება ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო.

უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილების ავტორის ვინაობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხილვის საგანია. The Wall Street Journal-ი მანამდე წერდა , რომ გადაწყვეტილება თავად მასკმა მიიღო და ამის შესახებ ტრამპთან წინასწარ ისაუბრა. Reuters-მა კი გასულ კვირას, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ,…