„უნდა „ვიქორწინოთ“ თუ არა ევროკავშირზე, მომავლის საკითხია“, – განაცხადა სომხეთის საგნარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე

სომხეთის საგნარეო საქმეთა მინისტრი ვარշავის უსაფრთხოების ფორუმზე. სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იწყებს. თუმცა, სომხურმა საზოგადოებამ წევრობაზე „სერიოზული, ღრმა“ მსჯელობა მხოლოდ ახლა დაიწყო.

JAMnews · 2026-10-14

სომხეთის საგნარეო საქმეთა მინისტრი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იწყებს. თუმცა, სომხურმა საზოგადოებამ წევრობაზე „სერიოზული, ღრმა“ მსჯელობა მხოლოდ ახლა დაიწყო.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „ნახევრად მზაობა თუ თანდათანობითი მიდგომა: ევროკავშირის გაფართოების გადაფასება“, მირზოიანს ჰკითხეს, სად გაჩერდებოდა საბოლოოდ ის მატარებელი, რომელიც სომხეთს ევროპისკენ მიჰყავს. მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არავინ იცის – არც სომხეთმა, არც ევროკავშირმა და არც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა. მისი თქმით, კარგი ის არის, რომ როგორც სომხეთი, ისე ევროკავშირი სარგებლობენ თანამშრომლობის მიმდინარე პროცესით. „ასე რომ, მოდით, დავტკბეთ ამ თბილი ურთიერთობებით, აღმოვაჩინოთ ახალი…