Vanity Fair: ტრამპის სიძემ აზერბაიჯანული ბანკიდან 750 მილიონი დოლარი მიიღო

კუშნერის კავშირები აზერბაიჯანულ ბანკთან — გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანის გავლით ასობით მილიონი დოლარის გადარიცხვის შესახებ საიდუმლო საბანკო ანგარიშზე, რომელზეც სავარაუდოდ წვდომა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძესა და ყოფილ უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს.

JAMnews · 2026-11-01

კუშნერის კავშირები აზერბაიჯანულ ბანკთან გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანის გავლით ასობით მილიონი დოლარის გადარიცხვის შესახებ საიდუმლო საბანკო ანგარიშზე, რომელზეც სავარაუდოდ წვდომა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძესა და ყოფილ უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს.

იმ აზერბაიჯანული ბანკის სახელი, რომლის მეშვეობითაც სავარაუდოდ განხორციელდა გადარიცხვები, ასევე არ სახელდება.

ჟურნალ Vanity Fair-ში გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ნიდერლანდების დაზვერვამ კუშნერის ტელეფონის მოსმენისას აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანული ბანკიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა იყო გადარიცხული. აღნიშნული ბრალდებები დეტალურად იყო აღწერილი ამერიკელი საგამოძიებო ჟურნალისტის, მეთიუ კოულის სტატიაში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია მისი ახალი წიგნის, „პრინცები და ქურდების“ ნაწყვეტს წარმოადგენს. გამოძიებაში საუბარია დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მქონე საბანკო ანგარიშზე,…