Tower Group-ი ბათუმში ახალ პრემიუმ კლასის პროექტს – Panorama Del Mare-ს იწყებს

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Tower Group-ი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. Panorama Del Mare 49-სართულიანი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტია, რომელიც Tower Group-ის ურბანული კონცეფციის – Panorama City-ის ნაწილია.

Forbes Georgia · 2026-09-28

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Tower Group-ი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. Panorama Del Mare 49-სართულიანი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტია, რომელიც Tower Group-ის ურბანული კონცეფციის – Panorama City-ის ნაწილია.

პროექტის დაწყებასთან ერთად ოფიციალურად იწყება საინვესტიციო აპარტამენტების წინასწარი გაყიდვებიც, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, პროექტში ადრეულ ეტაპზე შევიდნენ და ისარგებლონ წინასწარი გაყიდვის პირობებით.

Panorama Del Mare-ი შენდება ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნაწილში – უშუალოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის მიმდებარედ. პროექტიდან იშლება პანორამული ხედები შავ ზღვაზე, ქალაქსა და ხელოვნური კუნძულის ახალ ურბანულ სივრცეებზე. პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Panorama City-ის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილად ყოფნაა, რომელიც Panorama Del Mare-ს გარდა აერთიანებს Grand Central-სა და მშენებლობის ფინალურ ეტაპზე მყოფ Panorama…