ფოტო: Dado Ruvic/Illustration აშშ-ის დემოკრატი სენატორების ხელმძღვანელობით მომზადებული ანგარიშის თანახმად , Tether-ის სტეიბლკოინი, USDT-ი, ირანისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენად და მარიონეტული ორგანიზაციების, მათ შორის „ჰეზბოლას”, დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ანგარიში, რომელიც სენატის გამოძიების მუდმივმო…
Forbes Georgia · 2026-09-30
ფოტო: Dado Ruvic/Illustration აშშ-ის დემოკრატი სენატორების ხელმძღვანელობით მომზადებული ანგარიშის თანახმად , Tether-ის სტეიბლკოინი, USDT-ი, ირანისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენად და მარიონეტული ორგანიზაციების, მათ შორის „ჰეზბოლას”, დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
ანგარიში, რომელიც სენატის გამოძიების მუდმივმოქმედი ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატის, კონექტიკუტის შტატის სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით მომზადდა, ირანთან კავშირის გამო ისრაელისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული 846 კრიპტოსაფულის ანალიზს ეფუძნება.
კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული საფულეების 84% ტრანზაქციებისთვის USDT-ს იყენებდა. კერძოდ, ისინი ეხმარებოდნენ ირანის მთავრობას საზღვარგარეთ თანხების გადარიცხვასა და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერაში აშშ-ის სანქციების პირობებში, მათ შორის ირანის ცენტრალური ბანკის მეშვეობით. ბლუმენტალის განცხადებით, ანგარიში ცხადყოფს იმას, თუ როგორ იქცა Tether-ი და მისი მთავარი ტოკენი ირანის…