Tasteit გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Techstars USA-ში მოხვდა

Tasteit გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც გლობალურ ამერიკულ აქსელერატორ Techstars-ში მოხვდა და 220,000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. Techstars-ი ყოველწლიურად ათი ათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს.

Forbes Georgia · 2026-09-29

Tasteit გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც გლობალურ ამერიკულ აქსელერატორ Techstars-ში მოხვდა და 220,000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. Techstars-ი ყოველწლიურად ათი ათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს. ამ პროგრამაში Tasteit-ის მიღება კომპანიის გლობალური გაფართოების მაღალ პოტენციალს ადასტურებს.

Tasteit-ის თანადამფუძნებლები, გიორგი ურუშაძე და ანანო ასპანიძე Forbes Georgia-ს Under 30 სიის წევრები არიან. რას ნიშნავს Techstars-ში მოხვედრა? Techstars-ი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში (Boulder, Colorado) დაარსდა და სწორედ აქედან დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტარტაპ-ეკოსისტემის მშენებლობა.

დღეს Techstars-ი თავის „დაბადების ადგილს“ უბრუნდება ახალი, ამბიციური დამფუძნებლების კოჰორტით. Tasteit-ის გუნდი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ბოლდერში, Techstars-ის სათავო ოფისიდან იმუშავებს, სადაც გლობალური მასშტაბირების ახალ ეტაპს გაივლის. Techstars-ის…