რუსეთმა რამდენიმე ქართული მწარმოებლის სასმელების გაყიდვა და იმპორტი შეაჩერა, იტყობინება RBC

რუსეთმა შეაჩერა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების – მათ შორის „ნაბეღლავისა“ და „კოკა-კოლას“ – იმპორტი და გაყიდვა რამდენიმე წამყვანი ქართული მწარმოებლისგან, იტყობინება რუსული მედიასაშუალება RBC, მომხმარებელთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის რუსული უწყების, „როსპოტრებნადზორის“ დოკუმენტზე და „ალკოჰოლური ბაზრის“ წყაროებზე და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

Civil Georgia · 2026-10-16

იმ მწარმოებელთა შორის, რომლებსაც „დროებითი სანიტარული ზომები“ შეეხო, არიან კომპანია „ჰელდი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“, „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდი, კომპანიების – „თელიანი ველი“, „თბილვინო“ და „ვინემენი“ მიერ წარმოებული ღვინძი, ასევე „ასკანელი ძმების“ მიერ წარმოებული ღვინო და კონიაკი.

ანგარიშში არ არის მითითებული შეჩერების ვადა. გამოცემის ცნობით, „როსპოტრებნადზორის“ დოკუმენტის თანახმად, „შემოღებულია დროებითი სანიტარული ზომა იმ პროდუქციის…