Oracle-ის წლიურმა ანგარიშმა კომპანიის ხელმძღვანელების ანაზღაურებასა და თანამშრომლების ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობა გამოავლინა . ანგარიშის თანახმად, Oracle-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა კლეიტონ მაგუირკმა კომპანიის თანამშრომლების საშუალო ანაზღაურებაზე 6,623-ჯერ მეტი თანხის კომპენსაცია მიიღო.
Forbes Georgia · 2026-09-30

Oracle-ის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მაგუირკის აქციების ოფციონების პაკეტი $621. 7 მილიონად იყო შეფასებული, მაშინ როდესაც Oracle-ის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება $94,740-ს შეადგენდა.
ეს კი ნიშნავს, რომ თანამშრომლის მიერ საშუალოდ გამომუშავებულ ყოველ $1-ზე მაგუირკის ანაზღაურება $6,623-ს უტოლდებოდა. შედარებისთვის, 2025 ფისკალურ წელს Oracle-ში CEO-სა და კომპანიის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურებებს შორის თანაფარდობა მხოლოდ 11:1 იყო. იმ პერიოდში კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა ჯამში $1. 1 მილიონის კომპენსაცია მიიღო, მაშინ როდესაც თანამშრომლის საშუალო…