ფოტო: AFP via Getty Images Nvidia-მ უსაფრთხოების ახალი პლატფორმა წარადგინა , რომელიც AI-აგენტების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის პრევენციას და მათთვის სხვა სისტემებზე უნებართვო წვდომის მოპოვებაში ხელის შეშლას უზრუნველყოფს. Open Agent Safety Platform-ი საბაზისო უსაფრთხოების სისტემაა და AI-აგენტების როგორც ტესტირებ…
Forbes Georgia · 2026-09-30
ფოტო: AFP via Getty Images Nvidia-მ უსაფრთხოების ახალი პლატფორმა წარადგინა , რომელიც AI-აგენტების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის პრევენციას და მათთვის სხვა სისტემებზე უნებართვო წვდომის მოპოვებაში ხელის შეშლას უზრუნველყოფს.
Open Agent Safety Platform-ი საბაზისო უსაფრთხოების სისტემაა და AI-აგენტების როგორც ტესტირების, ისე რეალურ გარემოში გამოყენებისას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამერიკული კომპანიის განმარტებით, AI-აგენტების უსაფრთხოების ახალი პლატფორმის შემუშავებისკენ მათ ბოლო პერიოდში მომხდარმა ინციდენტებმა უბიძგა.
აღნიშნული ინციდენტების შედეგად კი გამოჩნდა, რომ AI-კომპანიებს ხანგრძლივად მოქმედ აგენტებზე მეტი კონტროლი სჭირდებათ. Nvidia-ს განცხადებაში კონკრეტული ინციდენტი მითითებული არაა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა რამდენიმე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ახალ პლატფორმას შესაძლოა მათთვის ივლისში მომხდარი შემთხვევა აეცილებინა. საუბარია OpenAI-ის AI-აგენტის მიერ…