1-ელ ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT -მა „ქართული ფილმის“ კინოსტუდიის ისტორიულ პავილიონში დახურულ საღამოს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ხაზის ორი ახალი მასშტაბური პროექტი, Cinema City და NEU Tbilisi ოფიციალურად წარადგინა. მასშტაბური ღონისძიება გამორჩეული, თეატრალიზ…
Forbes Georgia · 2026-10-02
1-ელ ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT -მა „ქართული ფილმის“ კინოსტუდიის ისტორიულ პავილიონში დახურულ საღამოს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ხაზის ორი ახალი მასშტაბური პროექტი, Cinema City და NEU Tbilisi ოფიციალურად წარადგინა.
მასშტაბური ღონისძიება გამორჩეული, თეატრალიზებული ფორმატით გაიმართა. საღამოს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: ბიზნესსექტორის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი მსახიობები.
NEXT -ის წარმომადგენლების თქმით, პრეზენტაციის განსხვავებული ფორმა და შემოქმედებითი მიდგომები პროექტების ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეატრალურ პერფორმანსებს და მუსიკალურ ნაწილს. ცნობილი მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა სცენები ქართული ფილმების ოქროს ფონდიდან და NEU თბილისის ისტორიიდან, რამაც წარსულსა და თანამედროვეობას…