რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
Netgazeti · 2026-10-04
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადასტურებენ სუიციდის ფაქტს. შემთხვევა პარასკევს, 2 ოქტომბერს მოხდა. „ტვ პირველი“ ამბობს, რომ გარდაცვლილი 42 წლის კაცია.
პატიმრის მამიდას, ვალიდა გულედანს ეჭვი შეაქვს თვითმკვლელობის ვერსიაში: „პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია… იძახიან, რომ თავი მოიკლაო. […] თავს არაფრით არ მოიკლავდა. […] თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა?! 3 წელიწად-ნახევარი ციხეში იყო და არ მოუკლია და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?
“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მამიდა. განახლება: მოგვიანებით მამიდამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში დააზუსტა, რომ კაცს ე. წ. „უდოს“ კომისიისთვის ჰქონდა მიმართული (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია) და იმედი ჰქონდა, რომ ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებდა. …