Meta-ს AI-ასისტენტმა Muse-მა 22 დღეში აშშ-ში 5 მილიონი ჩამოტვირთვა დააგროვა

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტმა, Muse-მა, გამოშვებიდან 22 დღეში აშშ-ში 5 მილიონ ჩამოტვირთვას გადააჭარბა. Sensor Tower-ის მონაცემებით , პროდუქტი კონკურენტ AI-ასისტენტებზე სწრაფ ზრდას აჩვენებს და გაშვებისთანავე აშშ-ის Apple App Store-ის რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა.

Forbes Georgia · 2026-10-01

მარკ ცუკერბერგის კომპანიამ Muse-ი 8 სექტემბერს გამოუშვა. Sensor Tower-ის მონაცემებით, OpenAI-ის ChatGPT-ს აშშ-ში 5 მილიონ ჩამოტვირთვამდე 56 დღე დასჭირდა, X-ის Grok-ს – 103 დღე, ხოლო Anthropic-ის Claude-ს – 492 დღე. Muse-ი იმ 23 აპლიკაციას შორისაა, რომლებმაც აშშ-ში 5 მილიონ ჩამოტვირთვას გაშვებიდან 22 დღეში მიაღწიეს.

ამ აპლიკაციების დაახლოებით 85% მობილური თამაშებია, მათ შორის Fortnite-ი, Pokémon GO და Candy Crush-ი. თამაშების გარდა სიაში ასევე არის Disney+-ი, HBO Max-ი და Threads-ი. Sensor Tower-ის შეფასებით, Meta-მ Muse-ის პოპულარიზაციისთვის აქტიური სარეკლამო კამპანია…