ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-16
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ის განცხადება გააკრიტიკა, რომელშიც პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ძმური ერთობა და სიყვარული აღდგება. შიო III-მ ეს განცხადება 12 ოქტომბერს, საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე გააკეთა. „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ…