Google-მა Gemini-ს ახალი მოწინავე AI-მოდელი, Argon-ი წარადგინა

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images Google-მა Gemini 4-ის თაობის ახალი ფლაგმანური AI-მოდელი წარადგინა . Argon-ი Google-ის წინა თაობის მოწინავე Pro-მოდელებზე უფრო მასშტაბურია და კომპანიის პროგნოზებით, მას ხელოვნური ინტელექტის რბოლაში კონკურენტ OpenAI-თან და Anthropic-თან ჩამორჩენის შემცირებაში დაეხმარება.

Forbes Georgia · 2026-10-01

Google-ის განმარტებით, ახალი AI-მოდელით სარგებლობის უფლება ამ ეტაპზე მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებში მის მიერ შერჩეულ პარტნიორებს ექნებათ.

კომპანია ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობს ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების საჯარო გაშვებამდე გარკვეული მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისთვის მათზე წვდომის მიცემას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, Gemini-ს არ დაუდასტურებია თუ როდის გახდება Argon-ი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. „ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი და სწრაფი მოდელი, რომელიც სპეციალურად რთული დავალებებისთვის შეიქმნა. პროგრამირებისა…