საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი – „მარგო და კირა“ შექმნა

საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება.

Forbes Georgia · 2026-09-30

საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.

პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც კვლევების თანახმად, ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს.

„მარგო და კირა“ სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება. პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია „GARNAMATAC“ მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის…