უკრაინამ საბრძოლო მოქმედებებში ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ ქვეყანამ საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოიყენა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. „მადლობა შედეგისთვის.

Forbes Georgia · 2026-10-02

ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ ქვეყანამ საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოიყენა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. „მადლობა შედეგისთვის. შემდეგი ეტაპი წარმოებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, სად ან რა სამიზნის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული FP-7. უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთი ხშირად იყენებს.

თავის მხრივ, უკრაინა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების შექმნას თავდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს მოსკოვთან ოთხწლინახევრიანი კონფლიქტის ფონზე. ბალისტიკური რაკეტების ეფექტიანი ჩამოგდების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კიევი მომავალ ზამთარში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური და ხანგრძლივი შეტევისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სარაკეტო წარმოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას. ზელენსკიმ დადებითად…