ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-01
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ისრაელის პრეზიდენტი აპირებს დააჯილდოოს ქართველ-ებრაელი ექიმი, რომელმაც ისრაელური პრესის ცნობით, flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტისას გამოიჩინა თავი. საუბარია შოთა მუსაევზე დანტისტზე, რომელმაც თვითმფრინავის დაჭრილ პილოტს უმკურნალა. სტომატოლოგმა მედიას მოუყვა, რომ ის ერთ-ერთი იმ მგზავრთაგანი იყო, ვინც პილოტების კაბინისკენ გაიქცა, როდესაც მიხვდა, რომ თვითმფრინავში რაღაც რიგზე ვერ იყო. „როდესაც ყვირილი გავიგონე, 10 წამში გავიქეცი, არ დავლოდებივარ,“ – უთხრა მუსაევმა The Times of Israel-ს თელ-ავივში, ბენ-გურიონის აეროპორტში…