საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლ…
Forbes Georgia · 2026-09-28
საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის. DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა.
დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში. კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars,…