2025 წელს, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, $132.3 მილიარდის მოცულობის კომპენსაციის პაკეტი მიიღო, რაც აშშ-ის CEO-ებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს თანხა წარმოდგენილი რეიტინგის წევრ ყველა სხვა აღმასრულებლის კომპენსაციას ერთად აღებულს აღემატება.
Forbes Georgia · 2026-10-01
2025 წელს, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, $132. 3 მილიარდის მოცულობის კომპენსაციის პაკეტი მიიღო, რაც აშშ-ის CEO-ებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს თანხა წარმოდგენილი რეიტინგის წევრ ყველა სხვა აღმასრულებლის კომპენსაციას ერთად აღებულს აღემატება.
თუმცა მასკს ეს თანხა ნაღდი ფულის სახით არ მიუღია, რაც ამ მოცემულობას მცირედით ცვლის. Visual Capitalist-ის რეიტინგში , რომელიც Equilar-ისა და The New York Times-ის მონაცემებს ეყრდნობა, კომპანიების ხელმძღვანელები 2025 წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი კომპენსაციების მიხედვით არიან განლაგებულნი.
კომპენსაციაში შედის ხელფასი, ბონუსები, აქციებისა და ოფციონების ჯილდოები და სხვა სარგებელი. აქციებისა და ოფციონების ღირებულება მათი გაცემის მომენტისთვისაა შეფასებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს თანხები აუცილებლად CEO-ს მიერ რეალურად მიღებულ ნაღდ ფულს ასახავს. მასკი $132. 3 მილიარდის ოდენობის…