„მზადდება კიდევ ერთი მცდელობა სომხეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევის შესახებ“ — ფაშინიანი

ფაშინიანი სომხეთის დამოუკიდებლობის საფრთხეებზე „ჩვენს ისტორიაში პირველად, „მეტროპოლია“ ჩვენკენ არ გვიზიდავს. სანამ ამას იტყვის, ის თითქოს ამბობს: „ჩვენ გამოგგდებთო“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ანგარიშზე.

JAMnews · 2026-10-22

ფაშინიანი სომხეთის დამოუკიდებლობის საფრთხეებზე „ჩვენს ისტორიაში პირველად, „მეტროპოლია“ ჩვენკენ არ გვიზიდავს.

სანამ ამას იტყვის, ის თითქოს ამბობს: „ჩვენ გამოგგდებთო“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეუ) სომხეთის წევრობის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ანგარიშზე.

ყოველკვირეულ ბრიფინგზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეეუ-ს მარეგულირებელი დოკუმენტები წევრ სახელმწიფოებს არ აძლევს უფლებამოსილებას, გარიცხონ სხვა წევრი. ანგარიშშიც იგივერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, მან პარალელი გაავლო რუსეთის ეგიდით მოქმედ სხვა ორგანიზაციასთან — კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (კუხვო). „კუხვო ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. ვინაიდან ეეუ-ს და კუხვო-ს არსებითად ერთი და იგივე წევრი სახელმწიფოები ჰყავს, ჩნდება კითხვა: რატომ არ რიცხავენ სომხეთს კუხვოდან? “ — იკითხა…