ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-16
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით კიდევ 23 ათასით შემცირდა. სულ წლის პირველ სამ კვარტალში, დახმარება 163 ათას პირს შეუწყდა . სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წელი ფაქტობრივად მუდმივად იზრდებოდა (2023 წლის გარდა), 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი მათი რაოდენობა მკვეთრად, 23%-ით შემცირდა. სოციალური შემწეობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფინანსური დახმარების მექანიზმია. მისი მიზანს, მინიმალური სამომხმარებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების, მატერიალური…