მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა | მესაკუთრე 45 000 $ გადახდას ითხოვს

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-09-29

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

დღეს, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის, გამოსახლება იყო დაგეგმილი. როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, კახა კუკავამ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, 2018-19 წლებში კერძო პირმა აღნიშნული ბინა 24 000 ლარად აუქციონზე იყიდა, ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი 45 000 $ ითხოვს. ეკატერინე მაღალაშვილის თქმით, 2015 წელს მისმა ოჯახის წევრებმა იპოთეკური სესხი აიღეს, ვალის გადაუხდელობის გამო კი 2018-19 წლებში ბინა აუქციონზე გაიყიდა. კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის…