დიზელის საწვავის გლობალური დეფიციტი 2027 წელსაც შენარჩუნდება – IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით , დიზელის საწვავის გლობალურ ბაზრებზე დეფიციტური მდგომარეობა შესაძლოა მომავალი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდეს. ეს კი, მაღალი ფასების ფონზე, ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას და შეაფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან კონფლიქტების გამო ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში საწვ…

Forbes Georgia · 2026-10-16

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით , დიზელის საწვავის გლობალურ ბაზრებზე დეფიციტური მდგომარეობა შესაძლოა მომავალი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდეს.

ეს კი, მაღალი ფასების ფონზე, ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას და შეაფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან კონფლიქტების გამო ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში საწვავის წარმოება მცირდება.

დიზელის საწვავი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში, ამიტომ მისმა რეკორდულად მაღალმა ფასებმა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისები გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გამოიყენონ არსებული მარაგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მიმართულებით დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაიმუქრა. „დიზელის რეკორდულად მაღალი ფასები უკვე იწვევს ფართო ეკონომიკურ შედეგებს. იზრდება საქონლის თვითღირებულება, რაც გავლენას ახდენს რეალურ შემოსავლებზე, ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციაზე“, –…