ლონდონში, France Football-ის მიერ გამართულ რიგით 70-ე ღონისძიებაზე, „ოქროს ბურთი“ ინგლისელ ფეხბურთელს, ჰარი კეინს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.
Forbes Georgia · 2026-10-27
ლონდონში, France Football-ის მიერ გამართულ რიგით 70-ე ღონისძიებაზე, „ოქროს ბურთი“ ინგლისელ ფეხბურთელს, ჰარი კეინს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.
ქალთა შორის 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ესპანელი ალექსია პუტელიასი გახდა, რომელმაც ჯილდო კარიერაში მესამედ მოიგო. „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. აღსანიშნავია, რომ მან ეს ნომინაცია კარიერაში მესამედ მიიღო.
ქართველი ფეხბურთელი რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა და ათეულში გადაუსწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ), ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), მაიკლ ოლისე (საფრანგეთი, მიუნხენის ბაიერნი) და ფაბიან რუისი (ესპანეთი, პსჟ). ხვიჩა ჯილდოზე პირველად 2023 წელს წარადგინეს, როდესაც 30 ფეხბურთელს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. კვარაცხელია „ოქროს ბურთის“…