პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ, ერთმა ვენები გადაიჭრა — სხვიტარიძე

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-10-05

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის ცნობით, რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. „პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემს საკანთან პატიმარი სცემეს — მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით, სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არის გადაყვანილი. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო — ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას…